Saturday, March 13, 2010

ლუიზა პაპოშვილი

პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება: ,,კავშირი ცოცხალ და არაცოცხალ სამყაროს შორის’’
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ ფოტოსინთეზის მნიშვნელობას, მის კავშირს კვებით ქსელთან და აქედან გამომდინარე ცოცხალ სამყაროსთან.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები განიხილავენ ფოტოსინთეზის მნიშვნელობას, რომ ის არის დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისათვის აუცილებელი პროცესი, ვინაიდან ის არის საკვებისა და ჟანგბადის წყარო ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის.
პროექტში შეიძლება ჩაერთოს მოსწავლეების რამდენიმე ჯგუფი. გამოცხადდება კონკურსი სცენარზე, სადაც დეტალურად და საფეხურებრივად იქნება აწერილი , თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები ჩვენს პლანეტაზე, მზის სხივებმა დედამიწამდე რომ ვერ მოაღწიოს. მოსწავლეები იმსჯელებენ იმაზე, თუ რა კავშირია კვებით ჯაჭვებს შორის, აგრეთვე წყლის და სხვა ქიმიური ელემენტების _ აზოტის, ფოსფორის, კალციუმის, ნახშირბადის, იოდის, რკინის მნიშვნელობაზე ცოცხალ ორგანიზმებში.
მონაწილეთა ასაკი: მე-7, მე-8 კლასები.
ვადები: 2 – 3 კვირა.
პროექტის შესაძლო აქტივობები: ილუსტრაციები, სლაიდები, ჩატარდება ჯოზეფ პრისტლის ცდები, კამათი იმის შესახებ თუ რატომ არ ილევა ჟანგბადის მარაგი დედამიწაზე და რატომ არ გროვდება ნახშირორჟანგი ატმოსფეროში.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები იმსჯელებენ ნივთიერებათა მიმოქცევაზე ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებას შორის – ბიოგეოქიმიურ ციკლზე. შეექმნებათ წარმოდგენა, რომ მათ ორგანიზმში არსებული რომელიმე ქიმიური ელემენტი ერთ დროს დინოზავრს, ცხოველს, ან მცენარეს ეკუთვნოდა. მიხვდებიან, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი თითოეული ნერგის მოფრთხილება. ისინი მივლენ დასკვნამდე, რომ ქიმიური ელემენტების ნაკლებობა იწვევს ორგანიზმის სხვადასხვა დაავადებებს.

სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები პროექტის შედეგებს ვებ-გვერდის სახით ჩამოაყალიბებენ.
სამუშაო ენა: ქართული.
კავშირი სხვა საგნებთან: ქიმია, ბიოლოგია, ქართული.
პროექტის ფასილიტატორი: ლუიზა პაპოშვილი
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: l.paposhvili157@gmail.com